მამუკა არეშიძე: გამორიცხული არაა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის ხელისუფლების ხელში აღება მოინდომოს

მამუკა არეშიძე: გამორიცხული არაა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის ხელისუფლების ხელში აღება მოინდომოს

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აჭარის რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამორიცხული არაა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის ხელისუფლების ხელში აღება მოინდომოს. ამის შესახებ არეშიძე "ალიას" ესაუბრა.

"მე არ მომწონს ის, რაც აჭარაში ხდება, მიმაჩნია, რომ აჭარაში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როდესაც უაღრესად დასუსტდა ადგილობრივი ხელისუფლება როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აჭარა არის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ავტონომიური რესპუბლიკა. აჭარას გარკვეულწილად საერთაშორისო დოკუმენტი იცავს, რომელსაც ყარსის ხელშეკრულება ჰქვია. წარმოიდგინეთ, რომ იქ ერთ მშვენიერ დღეს შემოვიდა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც ექსცესური სიტუაცია შექმნა და მოინდომა ხელისუფლების უზურპირება. შესაძლებელია ასეთი რამ თუ არა?.. მით უმეტეს, ამისთვის მათ ნოყიერი ნიადაგი დახვდებათ. რა, "ნაციონალებს" აჭარის ხელისუფლების ხელში აღება გაუჭირდებათ?!. რასაკვირველია, აჭარაში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ და ამას არ დაუშვებენ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ბევრი რამ ყელში აქვთ ამოსული. სულ მცირე, ნეიტრალურები იქნებიან მოვლენების ასეთი განვითარების მიმართ. 

არ გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოინდომოს აჭარის ხელისუფლების ხელში აღება, შეიძლება სააკაშვილმა იქ სტატუსი ვერ მიიღოს, მაგრამ აჭარაში სიტუაცია რომ აქეთკენ მიდის, ამას ვერ ხედავთ?.. რომ "ქართული ოცნება" გავლენებს კარგავს აჭარაში და ის ძალა, ვინც ხელში იღებს მმართველობას, ვის დაუჭერს მხარს და რას მოიმოქმედებს, ჩვენ ეს არ ვიცით. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს მოწყვეტენ აჭარას, მაგრამ რეგიონი ჩაიკეტება და იქნება ავტონომიური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილმა ამ აქციამდე დაიქადნა, 2015 წელს საქართველოში ვიქნებიო. ეს არის მისი მორიგი პიარაქცია, მან იმდენი იძახა, აფხაზეთში შევალ, ოსეთში შევალო, ხალხი დააჯერა, მაგრამ შევიდა?!. ასე დაბრუნდება ის საქართველოშიც... გამოვრიცხავ, რომ ის საქართველოში დაბრუნდეს, არც ისეთი გულადია. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი ბუნებით მშიშარა ადამიანია და ის ამას ვერ გაბედავს", - განაცხადა არეშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: