მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზურაბ ზუბადალაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზურაბ ზუბადალაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

 

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ზურაბ ზუბადალაშვილი საკადრო გადაადგილების შედეგად, კადრების განყოფილების განკარგულებაშია გადასული.

"მომსახურების სააგენტოში ზურაბ ზუბადალაშვილი აღარ მუშაობს. ის ამჟამად კადრების განკარგულებაშია და დაინიშნება სხვაგან. რაც შეეხება მის შემცვლელს, ის ჯერჯერობით შერჩეული არ გვყავს. სხვა საკადრო გადაადგილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუ რაიმე იქნება, ამას აუცილებლად გაცნობებთ", - განაცხადა გომელაურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: