შსს-ს თანამშრომელი სამინისტროს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას გივი თარგამაძეს აწვდიდა

შსს-ს თანამშრომელი სამინისტროს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას გივი თარგამაძეს აწვდიდა

"შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის გამო რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა "დიჯიპას"-ის მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: