„ნაციონალები“ სამთავრობო შენობების ბლოკირებას გეგმავენ?

„ნაციონალები“ სამთავრობო შენობების ბლოკირებას გეგმავენ?

,,ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტის აქციაზე მოვლენების განვითარებას ,,ვარდების რევოლუციის" სცენარით გეგმავს. კერძოდ, ,,ნაციონალები" ჯერ არეულობის მოწყობას, შემდეგ კი სამთავრობო შენობების ბლოკირებას შეეცდებიან.

 

ამ საკითხზე გაზეთი ,,ალია" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

,,ნაციონალებთან" დაახლოებული წყაროების თქმით, თუ ,,ნაცებმა" საწადელს მიაღწიეს, თბილისში დესტაბილიზაცია დაიწყო, პროცესები ძნელად სამართავ რეჟიმში გადაიყვანეს, მაშინ თურმე იმავე სცენარის განვითარებას აპირებენ, რაც ,,ვარდების რევოლუციის" დროს იყო, სამთავრობო შენობების, უპირველესად კი, სახელმწიფო კანცელარიისა და თბილისის საკრებულოს შენობების ბლოკირებას. შემდგომ, თუ ეს გამოუვიდათ, სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირებაზე გადავლენ - თბილისის მერიასა და სამინისტროებისა. ამით სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზებას შეეცდებიან. ამას თუ მიაღწიეს, შემდეგ შეეცდებიან, სახელმწიფო კანცელარია დაიკავონ",-წერს გაზეთი.

 

წყაროს ცნობით, ამ გეგმის განხორციელების შემდეგ, აქციას ,,ნაცმოძრაობის" ძველი აქტივისტები შეუერთდებიან, რაც კიდევ უფრო დიდ არეულობას გამოიწვევს.

 

,,ამის პარალელურად, ამოქმედდებიან ,,ნაციონალთა" მხარდამჭერები რეგიონებში. თუ თბილისში ,,ნაცებმა" სამთავრობო შენობების ბლოკირება შეძლეს და სამინისტროებისა და სხვა უწყებების პარალიზება მოახდინეს, მათ მომხრეები შეემატებიან - სადღეისოდ ბუჩქებში შემძვრალი ყოფილი ,,ნაცები" და მედროვენი, რომლებიც ყველა მთავრობას ერგებიან. მოკლედ, ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობა - წყაროს ინფორმაციით, ეს არის ,,ნაცების" სამოქმედო გეგმა, იმ პერიოდიდან, როცა რუსთაველზე ხალხის სასურველ რაოდენობას გამოიყვანენ",-წერს გაზეთი.

 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლების მიერ თუნდაც კანონიერად, ხალხის დაშლა მოხდა, ამით მისი გადაყენების შანსი გაიზრდება.

 

,,მიუხედავად იმისა, რომ ,,ნაციონალებს" ხელისუფლბაში დაბრუნების რესურსი არ გააჩნიათ, მომხდარი ძალადობისგან ისინი მაინც რაღაც ხეირს მიიღებენ. თუ ,,ნაციონალებმა" სამთავრობო შენობების ბლოკირება გადაწყვიტეს, ხელისუფლებას ძალის გამოყენება მოუწევს. ეს ძალა კი სპეცრაზმი და მისი მეშვეობით ხალხის დაშლაა. ძალის გამოყენებით ხალხის დაშლა, თუნდაც კანონიერად, ხელისუფლების წისქვილზე მაინც არ დაასხამს წყალს, მითუმეტეს, რომ ,,ნაციონალები" პიარტექნოლოგიებს ჩინებულად ფლობენ და თუნდაც მინუმალური ძალის გამოყენებით ხალხის დაშლას, უდიდეს ძალადობად წარმოაჩენენ. თუ ხალხის ძალით დაშლა მოხდა, ამ არეუობაში ხალხში შერეული ,,ნაციონალთა" ,,ზონდერები" შეეცდებიან, თავიანთი მომრეები დაასახიჩრონ და დახოცონ კიდეც და ეს ხელისუფლებას დააბრალონ. თუ ეს მოხდა, მაშინ ,,ნაცები" ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნას ,,გაიპრავებენ" და ეს ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მთარობას საფუძველს სერიოზულად მოურყევს",-წერს გაზეთი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: