ზვიად კვაჭანტირაძე:საქმე გვაქვს პარტიზანული წესით ინფორმაციის გაჟონვასთან

ზვიად კვაჭანტირაძე:საქმე გვაქვს პარტიზანული წესით ინფორმაციის გაჟონვასთან

უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე პოლიციელის მხრიდან გივი თარგამაძისთვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი სამართალდარღვევაა.

"აქ აშკარად იყო სამართალდარღვევა. დეპუტატი ასეთი გზით არ უნდა იპოვებდეს ინფორმაციას. ამისთვის გაწერილია რეგლამენტში შესაბამისი პროცედურები, არსებობს სადეპუტატო მიმართვა და არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს უფლება, რომ ასეთი მიმართვას არ უპასუხოს. აქ ჩანდა, რომ საქმე გვქონდა პარტიზანული და ფარული წესით ინფორმაციის გაჟონვაზე", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო შსს-ს თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი გაათავისუფლა.

"დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა "დიჯიპასი"-ს მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: