Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
20-03-2015, 13:34
ნანახია: 1011

პროცესი, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის!

პარტია „მომავალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე საკუთარი „ფეისბუქის“ საშუალებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მირ დაგეგმილ აქციას ეხმაურება:

„ივანიშვილ- ღარიბაშვილის ხელისუფლება დამფრთხალი და შეშინებულია. ამ ადამიანებმა იმდენი მოახერხეს რომ 2012 წლიდან დღემდე ფუჭად გაფლანდეს საზოგადოების მხარდაჭერა, ნელა-ნელა დაკარგეს ლეგიტიმაცია ხალხი მოტყუებული და შეურაცყოფილია ივანიშვილისა და მისი მსახური ხელისუფლების მხრიდან. თითქმის არც ერთი დაპირება ივანიშვილმა მოსახლეობას არ შეუსრულა, ახლა კი მხოლოდ და მხოლოდ ისღა დარჩენიათ მთელი სახელისუფლებო მანქანა ნაციონალების შავ პიარზე ამუშაონ და ცდილობენ ამით მაინც დროებით გაიხანგრძლივონ ხელისუფლებით ტკბობა. ეხ, ბატონო ბიძინა, დარწმუნებული ვარ ხალხის რისხვის გეშინიათ და იმასაც გრძნობთ რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება და ყველას პასუხი მოეთხოვება ჩადენილი ქმედებების გამო, დარწმუნებული ვარ, თქვენც და თქვენმა ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცით, რომ შეუქცევადი პროცესი დაწყებულია და აუცილებლად ხელისუფლების შეცვლით დამთავრდება, ისე მაინც თქვე ოჯახაშენებულებო ამდენი არაკომპეტენტური და კორუმპირებული ადამიანის შეკრება როგორ მოახერხეთ ერთად თუმცა მაგასაც დიდი ნიჭი სჭირდება,“-წერს გიორგი ლაღიძე.