გიორგი თევზაძე:-"ასეთი რამ, მხოლოდ უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში ხდება"

გიორგი თევზაძე:-"ასეთი რამ, მხოლოდ უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში ხდება"

უფლებადამცველი და არასამთავარობო ორგანიზაციათა კოალიციის "თქვენი უფლებებისათვის" სპიკერი გიორგი თევზაძე ოკუპიერებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეთა მძიმე სოციალურ პირობებზე განცხადებას ავრცელებს  სადაც ნათქვამია, რომ:     

"მხოლოდ უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში შეიძლება არსებობდეს ის ვითარება, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ პირებთან დაკავშირებით იქმნება. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას მედიით , თუმცა არათუ რეაგირებებები არ ხდება, არამედ ვითარება უფრო უარესდება. ამასთანავე მედია–საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ ზემოხურვალეთში რომლის სოფლის ტერიტორიის ნაწილი რუსმა ოკუპანტებს მოქცეული აქვთ საუკუპაციო ზოლის იქით, სადაც აღმოჩნდა სოციალურად დაუცველი ქართული ოჯახიც 80 წლის დავით ვანიშვილი და მისი მეუღლე რომელსაც სოციალურმა სამსახურმა სოციალური დახმარება მოუხსნეს იმ მოტივით რომ თურმე მათ არ აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ ამ ოჯახის სოციალური პირობები, რამდენად სამართლიანია სახელმწიფო უწყების მესვეურთა მხრიდან ასეთი მიდგომა... უდაოთ ასეთი ფაქტები დეტალურ და სამართლიან შესწავლას საჭიროებს როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა ადგილობრივი მაცხოვრებლებლების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მორალური და სოციალურ–ეკონომიკური მხარდაჭერა კი არა , არამედ ამ კონკრეტულ შემთხვებაშიც ადგილი აქვს საარსებო პირობების გარეშე დატოვებას, რაც გარდუვალად ამ ტერიტორიების დაცლას მოასწავებს. გაუგებარია ის მიზეზები, თუ რატომ ხდება ამ მაცხოვრებლებისათვის სოციალური შემწეობების შეწყვეტა. ფაქტების დადასტურების შემთხვევაში უმკაცრესად უნდა დადგეს კონკრეტული პირების შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე შესსწავლია კოკრეტული უწყებების უმოქმედობა ხომ არ ხდება შეგნებულად, რადგან გონივრულ ეჭვს მიღმაა ამ მაცხოვრებლების დახმარების და მხარდაჭერის გარეშე დატოვება. ასეთი მიდგომებით ხომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ თანამოქალაქეებს ვიმეტებთ შიმშილით და უყურადღებოდ სიკვდილისათვის.ასევე აუცილებელია დადგეს იმ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს ამ მაცხოვრებლების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საზოგადოება ვერ ხედავს თანმიმდევრულ პოლიტიკას დეოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მაცხოვრებლების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. თუ ხელისუფლებას არ ძალუძს საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ეფექტური პოზიციების მიღწევა, ის მაინც უზრუნველყოს, რაც ქვეყნის შიდა რესურსით არის შესაძლებელი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე საზოგადოებრივ მონიტორინგს და შედეგებს განვასაჯაროებთ", – აღნიშნულია უფლებადამცველის და არასამთავარობო ორგანიზაციათა კოალიციის "თქვენი უფლებებისათვის" სპიკერის გიორგი თევზაძის მირ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: