„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის

რა გეგმა აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მთავრობის შესაცვლელად? ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც  გუშინ ოპოზიციამ მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაანონსა. 

 

"პოსკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში კონსულტაციებს ხვალიდან დაიწყებს და ეცდება 60 დეპუტატის ხმა შეაგროვოს, რის შემდეგაც პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. 

 

დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებით მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურაში არ არის გამორიცხული მმართველი კოალიციის წარმომადგენლებიც ჩაერთონ. 

 

"ქვეყანაში უპერსპექტივობაა ადამიანებს იმედი უქრებათ. დროის საკითხია თუ როდის დაამთავრებს ქართული ოცნება მმართველობას. მთავრობის შეცვლა მოხდება მშვიდობიანად, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუცია, რომ იმხელა მხარდაჭერა გვექნება, რომ მმთავრობაში მოვიდეთ,"- აცხადებს დეპუტატი გიორგი ვაშაძე.

 

პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში საუბრისას გიორგი ვაშაძემ კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გააჟღერა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში უუნარობის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი შეიქმნება. კომიტეტის წევრები კი ადგილობრივ თვითმართველ ორგანოებში არსებული კორუფციული ფაქტებიშ შესახებ მოამზადებს ინფორმაციას და საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს. 

 

პარალელურად გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციებსაც გამართავს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: