რბილი და ბატუტიანი ავეჯის შემდეგ ჯერი კარებების შეცვლაზე მიდგა-რაში დაიხარჯება 895 000 ლარი?

რბილი და ბატუტიანი ავეჯის შემდეგ ჯერი კარებების შეცვლაზე მიდგა-რაში დაიხარჯება 895 000 ლარი?

ვეყანაში ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა მთავრობის წევრებს ქამრების შემოჭერა და ხარჯების შემცირება ურჩიეს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კი ზოგისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. 

 

პრემიერ-მინისტრმა რბილი და ბატუტიანი ავეჯისთვის ბიუჯეტიდან ათასობით ლარი დაიხარჯა. მისი ადმინისტრაცია აღნიშნულ შესყიდვებს ამართლებს და აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. 

 

6 თვის წინ დასრულებული 20 მლიონიანი რეკონსტრუქციის მიუხედავად პარლამენტის ავეჯის გადახალისებაზე ბიუჯეტიდან დამატებით 880 000 ლარი დაიხარჯა, იმ მოტივით, რომ ქვეყანამ ევროპელი ბანკირების ორდღიან კონფერენციას ღირსეულად უმასპინძლოს. ამჯერად დეპუტატების და სტუმრების მოთხოვნები თურქულმა პროდუქციამაც სრულად დააკმაყოფილა. დამატებითი 895 000 ლარით კი პარლამენტის 441 კარის გამოცვლაა დაგეგმილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: