გიორგი მარგველაშვილი: სასამართლოს დეპოლიტიზაცია ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობაა

გიორგი მარგველაშვილი: სასამართლოს დეპოლიტიზაცია ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობაა

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის წარდგენისას სასამართლოს დეპოლიტიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ქართული მართლმსაჯულების წინაშე ისტორიული პერიოდია, რომელსაც აქვს თავისი გამოწვევები და დიდი შესაძლებლობები.

ჩვენ გვყავს ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების სახით, რომელიც მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამ ჩვეულებრივი ჭეშმარიტების გამეორება და ხაზგასმა და მასზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ძალიან მნიშვნელოვანია . სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: