Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
23-03-2015, 23:15
ნანახია: 1775

ვინ და რატომ „მოკლა“ ირინა სარიშვილი?

ირინა სარიშვილი საკუთარ ფეისბუქგვერძე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ყვება, თუ როგორ იღებდა სამძიმრის წერილებს.

„ბევრჯერ გამიგონია სხვადასხვა ადამიანისგან, ხან ხუმრობით, ხან სერიოზულად, ნეტა როცა მოვკვდები, ვინ როგორ მიტირებსო სმილე ემოტიცონ . ხოდა ყველაფერი უბედურება ხო მე უნდა დამემართოს, და ამასაც ვერ ავცდი მოკლედ რა გრინ ემოტიცონ . ერთ თვეზე მეტი ხნის წინ ჩემს ნიუსფიდში ერთ–ერთი საიტიდან (სახლის მცენარეები და ყვავილები) უცებ გაჩნდა პოსტი ჩემი გარდაცვალების შესახებ. თვალებს არ ვუჯერებდი: ჩემი გადიდებული ფოტო, შემდეგ მშრალი ინფორმაცია, რომ მე გარდავიცვალე, და ამას კიდევ რა უჭირს – ქვევით კომენტარები, ნაირ–ნაირი, ზოგი ტირის, ზოგი ძაღლი მიაკვდა სულშიო, იგესლება და ზოგიც იფიცება, არ მჯერა, არ არსებობს, გუშინ თუ დღეს დილით პოსტავდაო გრინ ემოტიცონ . მოკლედ გადავირიე გრინ ემოტიცონ . წყევლაზე და გინებაზე იმდენად არ მქონია რეაქცია: ჯერ ერთი, ამაზე უკვე იმუნიტეტი მაქვს და ვიცინი, მეორეც, უკვე მკვდარს მაგინებდნენ და რა მენაღვლებოდა. მაგრამ აი სამძიმრის და წუხილის კომენტარებმა გული დამითუთქა (ისე, ღადაობის გარეშე, მართლა დიდი ინტერესით კი ვკითხულობდი, ვის როგორ დაწყდა გული). გადავწყვიტე კომენტარით მივშველებოდი დამწუხრებულებს, მეყვირა ცოცხალი ვართქო, მაგრამ ოპციებში იმ საიტზე ჩემთვის, როგორც არაწევრისთვის, მხოლოდ ორი გრაფა იყო: ლიკე და სჰარე. დაშეარება, ანუ გაზიარება არ გამომივიდა, შეუძლებელიაო, მიწერდა და სხვა რა გზა მქონდა, დავიწყე იმ კომენტარების დალაიქება, სადაც ეწერა არ გვჯერა რო მოკვდაო, ანუ ამით ვანიშნებდი, რომ აქ ვარ და გილაიქებთთქო, აბა რა მექნა... მერე ისე მოხდა, რომ რაღაც პრობლემები წაეწყო და ეს ამბავი გადამავიწყდა, თორემ ვინ დამასწრებდა გასტატუსებას. მაგრამ დღეს ისევ გამოჩნდა იგივე პოსტი უნსურე ემოტიცონ ისევ იმ გადიდებული ფოტოთი, თან მაინცდამაინც ის ფოტო გაადიდეს, სადაც კარგად არ ვარ გამოსული, მოკლედ ისევ ამანერვიულეს. ეხლა რო ვფიქრობ და ვიხსენებ, პირველად ეს ინფორმაცია როდის დაიდო, სავარაუდოდ დღეს ორმოცია და ამიტომ დაატრიალეს თავიდან. 

მოკლედ თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, ვიუწყები, რომ ცოცხალი ვარ, უღრმესი მადლობა იმ თბილი სიტყვებისთვის, რაც საკუთარ თავზე წავიკითხე, ვინც გაიხარა ჩემი სიკვდილით ან უკვე მკვდარი მაგინა, ღმერთმა გაპატიოთ ჰეარტ ემოტიცონ . მე კი, თუ წლისთავამდე ვიცოცხლე, ალბათ ჩემი გადიდებული ფოტოთი კიდევ ერთხელ დავტრიალდები.