გიორგი თევზაძე: „ნინო გვენეტაძემ აიღო პასუხისმგებლობა სათავეში ჩადგომოდა სასამართლო სისტემას ქვეყნისთვის ძალიან რთულ პერიოდში“

გიორგი თევზაძე: „ნინო გვენეტაძემ აიღო პასუხისმგებლობა სათავეში ჩადგომოდა  სასამართლო სისტემას ქვეყნისთვის  ძალიან რთულ პერიოდში“

უფლებადამცველი  გიორგი თევზაძე მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის არჩევას და აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში გაჩნდა იმედი იმისა, რომ სასამართლო სისტემა  მეტ დამოუკიდებლობას შეიძენს

გიორგი თევზაძე,  მიესალმება და ულოცავს ნინო გვენეტაძეს  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევას  ამ მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაზე,  ამასთანავე გიორგი თევზაძე აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ  ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშ  ნინო გვენეტაძემ აიღო პასუხისმგებლობა სათავეში ჩასდგომოდა სასამართლო სისტემას ამ ქვეყნისთვის  რთულ პერიოდში   რითაც  საზოგადოებაში გაჩნდა იმედი იმისა, რომ სასამართლო სისტემაში გატარდება ძირეული რეფორმები   მართლსაჯულების დამოუკიდებლობის მიღწევისა და სამართლიანი სასამართლოს საბოლოვოდ დამკვიდრებისათვის,  რაც ასევე მნიშვნელოვანია ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებისათვის. აღნიშნულია უფლებადამცველისა  და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: