მთავრობა პრეზიდენტის მოსმენაზე უარს აცხადებს

მთავრობა პრეზიდენტის მოსმენაზე უარს აცხადებს

პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე მთავრობის მოწვევის საგანგებო მოთხოვნას პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს დღეს გადაუგზავნის. როგორც ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანომ ყველა იმ ინსტიტუციის წარმომადგენლის მოწვევა უნდა უზრუნველყოს, რომლებიც ტრადიციულად ესწრებოდნენ პრეზიდენტის მოხსენებას.

 

მმართველი გუნდი წერილების გაგზავნას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და სასმართლო ხელისუფლების წევრებისთვის, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაიწყებს, თუმცა კოალიციაში მიაჩნიათ, რომ მინისტრთა კაბინეტს მარგველაშვილის მოსმენის ვალდებულება არ აქვს. განსხვავებული პოზიცია აქვს საპარლამეტო უმცირესობას.

 

ამ ეტაპზე ისევ გაურკვეველია, რა ფორმატში მოუსმენენ მარგველაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში. განმარტებები დღეს უმცირესობის წევრებმა დავით უსუფაშვილისგან მოითხოვეს. სავარაუდო ფორმატთან დაკავშირებით კონსულტაციები ისევ გაგრძელდება.

 

გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში 31 მარტს წარადგენს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: