Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
25-03-2015, 14:18
ნანახია: 2996

მიხეილ სააკაშვილი ისტერიკაშია

21 მარტის აქციის შემდეგ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისტერიკაშია - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა  წერს.  როგორც სააკაშვილის გარემოცვა იტყობინება, მისი გაბრაზება გამოიწვია იმან, რომ 21 მარტის ანტისახელისუფლო აქციისთვის ბევრი ფული დაიხარჯა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა აქციაზე მხოლოდ 10000-ამდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს.


სააკაშვილი ამ საკითხზე გიგა ბოკერიას ეჩხუბა და  უთხრა:

"მე ყველა თქვენგანი მილიონერად გაქციეთ, მაგრამ თქვენ მე გადამაგდეთ! სად იყო დაპირებული 50000 ადამიანი? მთელი მსოფლიოს მაშტაბით სასაცილო გავხდი.

თქვენგან გაჟონა ინფორმაციებმა, როგორ გახდა ცნობილი ჩემი და მარგველაშვილის მოლაპარაკებების შესახებ?

გიგა, მე თქვენ მოგხედავთ! არ გეგონოთ, რომ ძალა არ მეყოფა", - წერს უკრაინული გამოცემა.

 

წყარო: http://slovo.net.ua/world/58-eks-prezident-gruzi%D1%97-m-saakashvili-u-rozpachi