მიზეზები, რის გამოც გიორგი თავდგირიძე ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

მიზეზები, რის გამოც გიორგი თავდგირიძე ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

რატომ არ იხდის სასჯელს პირი, რომელმაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას უდიდესი ზარალი მიაყენა - ეს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ყოფილმა რექტორმა, გიორგი თავდგირიძემ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერძე დაწერა. ვისაც ახსოვს, ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურში მისულ რექტორს, თავდაცვის აკადემიის კართან კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატმომარჯვებული სამხედრო პირები დახვდნენ, რომლებსაც მხოლოდ ერთი დავალება ქონდათ მიღებული-არ შეეშვათ შენობაში რექტორი, რომელმაც მოგვიანებით, მისი სამსახურიდან დათხოვნაზე ინფორმაცია, მედიის საშუალებით შეიტყო. ამგვარი „ცივილური“ მეთოდებით მოქმედებდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, სწორედ ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება, რაზეც ქვემოთ არის საუბარი, ეს პატარა ექსკურსი კი იმისთვისაა, რომ თუ ვინმეს რამე დაავიწყდა შევახსენოთ, თანაც დასაბუთებულად. აი სწორედ ასეთ შეხსენებაზე წერს გიორგი თავდგირიძე:

„ოქრუაშვილის მხოლოდ ერთი გადაწყვეტილებით, გაეეუქმებინა ოფიცერთა მომზადების ოთხწლიანი კურსი:

1. წყალში გადაიყარა მილიონები, რომელიც ამ კურსის ორგანიზებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში დაიხარჯა;

2. წყალში გადაიყარა გამოცდილება, რომელიც ამ კურსის 3-წლიან არსებობის მანძილზე დაგროვდა;

3. მოიშალა კურსანტების მიღების, მომზადების და ოფიცრად ჩამოყალიბების აწყობილი და გამართული სისტემა;

4. ქუჩაში აღმოჩნდა სამასზე მეტი კურსანტი, მათ შორის 75 მეოთხეკურსელი;

5. ქვეყანას 2006 წლიდან-2015 წლამდე არ მიუღია სრულყოფილი სასწავლო პროგრამით მომზადებული ოფიცერი;

6. 2006 წელს კურსი უნდა დაემთავრებინათ და ლეიტენანტის წოდებით შეიარაღებულ ძალებში სამსახური დაეწყო 75 კურსანტს, ხოლო ყოველ შემდეგ წელს, შეიარაღებული ძალები მიიღებდა 120 ლეიტენანტს ( ან მეტს, მოთხოვნიდან გამომდინარე);

7. 2006-დან 2015 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დააკლდა 1200-მდე კარგად მომზადებული ( სწავლის ხარისხი და სასწავლო პროგრამა შეესაბამებოდა დასავლურ ანალოგიურ პროგრამებს) ოფიცერი. 2015 წლისთვის ეს იქნებოდა 75 მაიორი, 360 კაპიტანი, 360 უფროსი ლეიტენანტი, 360 ლეიტენანტი.

თუ ჩავთვლით რომ ბატალიონს 20-30 ოფიცერი სჭირდება ( გაჩნია სტრუქტურას და ბატალიონის სახეობას), ქვეყანას 40 საბრძოლო ბატალიონის კომპლექტი დააკლდა, ეს დაახლოებით 6-8 საბრძოლო ბრიგადაა. თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ აღმოჩნდება, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ბატალიონის დონეზე არ ჰყავს სრულყოფილად მომზადებული ოფიცრები ( ის ოფიცრები რომლებიც 2006 წელს ოცეულს მეთაურობდნენ და საკარიერო ზრდის გამო შემცვლელებს ელოდებოდნენ დღეს უკვე ვიცე-პოლკოვნიკები უნდა იყვნენ და ბატალიონის მეთაურის ან პარალელური თანამდებობები უნდა ეკავოთ). აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება, ტექნიკურად მხოლოდ 2016 წელს დაიწყება ( როდესაც აკადემია ახალი პროექტით მომზადებული ოფიცრების გამოშვებას დაიწყებს) და 2006 წლის სასტარტო მდგომარეობას მხოლოდ 10-12 წლის შემდეგ მიაღწევს. ანუ ბატალიონის დონეზე, ოფიცრებზე მოთხოვნილება სრულად 2028 წლისათვის დაკმაყოფილდება.

ფაქტიურად ირაკლი ოქრუაშვილის ( და ნაციონალური მოძრაობის) მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას უმძიმესი დარტყმა მიაყენა, ამ მძიმე დანაშაულის შედეგების სრულად გამოსწორება მხოლოდ 2028 წლისათვისაა შესაძლებელი.

კითხვა, არის თუ არა ეს უმძიმესი დანაშაული და უნდა დაისაჯოს თუ არა მისი ჩამდენი“?-წერს თავდგირიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: