Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
25-03-2015, 20:25
ნანახია: 814

ალასანია პროკურატურას ე.წ. კაბელების საქმის ექსპერტზე ზეწოლაში ადანაშაულებს

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ალასანია პროკურატურას ე.წ. კაბელების საქმის ექსპერტზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

"გუშინ, სავარაუდოდ, ტელევიზიით ჩემი გამოსვლის შემდეგ პროკურატურამ სასწრაფოდ წაიყვანა, შეიძლება ითქვას, გაიტაცა ავთანდილ გუნთიაშვილი და სასწრაფოდ მიიყვანა პროკურატურაში. ეს არის ექსპერტი, ტექნიკოსი, რომელიც ადეკვატურ, სწორ შეფასებებს აძლევდა დაცვის მხარეს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის ზეწოლის ქვეშ აიძულეს, უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

ირაკლი ალასანია აღნიშნულს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

 

"ეს არის პროკურატურის სირცხვილი, ეს არის სირცხვილი ივანიშვილის. დარწმუნებული ვარ, სასამართლო სხდომამადე მან გადადგა ეს ნაბიჯი და მე ამას ასე არ დავტოვებ," - განაცხადა ალასანიამ. 

 

თავისუფალი დემოკრატები სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.

 

"ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლა არაფერი იცვლება. ისევ პროკურატურა არის გამოყენებული ზეწოლის და პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტად. ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.