დავით უსუფაშვილი: საქართველოს ჰქონდა მცდელობა, ეკონომიკური ზრდისთვის დემოკრატიის გარეშე მიეღწია, მაგრამ...

დავით უსუფაშვილი: საქართველოს ჰქონდა მცდელობა, ეკონომიკური ზრდისთვის დემოკრატიის გარეშე მიეღწია, მაგრამ...

ქვეყნის დემოკრატიულ გამოწვევებთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილმა შეფასებები სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის გარეშე საქართველო ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობას და მშვიდობას ვერ მიაღწევს.

"დღევანდელი ღონისძიება არის შესანიშნავი საშუალება, გავზომოთ, თუ როგორია დემოკრატიის სულისკვეთება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. კონფერენცია არის კარგი დემონსტრირება პარტნიორობის, თუ როგორ გვესმის ერთმანეთის. ხალხი, რომელიც აქ ბრძანდება, წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს, მაგრამ გვაერთიანებს საერთო სულისკვეთება. ვხედავთ, როგორ მოწადინებული ხართ, რომ მხარდაჭერა გაგვიწიოთ და წვლილი შეიტანოთ საერთო განვითარებაში. ძალიან ოპტიმისტები ვართ და დიდია ჩვენი ენთუზიაზმი. უფრო მეტად გვაქვს იმედი, რომ დიახ, დემოკრატია დამყარდება ამ ქვეყანაში და მთელ რეგიონში, დიახ, დემოკრატია გახდება მდგრადი ჩვენს საზოგადოებაში და დემოკრატიული სულისკვეთება ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებად გარდაიქმნება, ამგვარი სულისკვეთების გარეშე არაფერი არ მოხდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უბრალოდ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს იყოს მდგრადი და განვითარებადი", - მიმართა კონფერენციის მონაწილეებს დავით უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: