გიორგი მარგველაშვილი: თუკი ხელშეკრულებებამდე არსებობდა საოკუპაციო რეჟიმი, ახლა ეს რეჟიმი ანექსიის რეჟიმში გადავიდა

გიორგი მარგველაშვილი: თუკი ხელშეკრულებებამდე არსებობდა საოკუპაციო რეჟიმი, ახლა ეს რეჟიმი ანექსიის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე - "დემოკრატიის არსი საგარეო ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში" განაცხადა, რომ  უდიდესი გამოწვევაა, განავითარო დემოკრატია, როდესაც საზღვრები არის მორღვეული, ტერიტორიები ოკუპირებულია.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ დღესრაც  უკრაინაში ხდება, საქართველოში მოხდა არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იან წლებშიც.

"რეგიონში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშილმა.

გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც ისაუბრა.

"თუკი ხელშეკრულებებამდე არსებობდა საოკუპაციო რეჟიმი, ახლა ეს რეჟიმი ანექსიის რეჟიმში გადავიდა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება  საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე გაამახვილა და ნატო-სგან მიღებულ პაკეტს მნიშვნელოვანი უწოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: