ნანა დევდარიანი: “ამერიკამ უნდა გადახედოს თავისი კვლევის მექანიზმებს, თორემ მერე აღარ უნდა იწუწუნოს, რატომ არ სჯერათ მისი!“

ნანა  დევდარიანი: “ამერიკამ უნდა გადახედოს თავისი კვლევის მექანიზმებს, თორემ მერე აღარ  უნდა იწუწუნოს, რატომ არ სჯერათ მისი!“

ივერიონს“ ღარიბაშვილთან ჟურნალისტების შეხვედრასა  და IRI-ის  კვლევის შედეგებზე  ანალიტიკოსი ნანა დევდარიანი ესაურა


-ქალბატონო  ნანა, რა აზრის ხართ პრემიერ-მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრის გუშინდელ დღეზე?


-პრემიერის ჟურნალისტებთან ურთიერთობას ზეწოლად ვერ შევაფასებ. ჟურნალისტების უკმაყოფილების მიზეზსაც ვერ ვხედავ, თუმცა შიდა ქართღლის გუბერნატორმა რეგიონულ მედიასთან საერთო ენა უნდა გამოძებნოს.


ჩვენ ხომ გვახსოვს, რას ჰქვია ნამდვილი ზეწოლა?  მეპატრონეებს ტელევიზიებს რომ ართმევდნენ, არბევდნენ... გაიხსენეთ ტელეკომპანია “იბერია“, იქ “იმედზე“ ადრე შეცვივდნენ და დაარბიეს, უამრავი  ჟურნალ-გაზეთი დახურეს და ეს უახლოეს წარსულში ხდებოდა... აი, ამას ჰქვია მედიაზე ზეწოლა!


-რა მოგეწონათ და რა - არა პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში?


-არ მომეწონა  პრემიერმა სოციოლოგიურ კვლევებს უსაქმურობა რომ უწოდა. ხელისუფლებას პიარის უგულებელყოფა ხეირს არ მოუტანს. საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს მათ მიერ გაკეთებული საქმეების შესახებ. თუ რაიმე მნიშვნელოვანს გეგმავს, ეს წინასწარ უნდა ეცნობოს ჟურნალისტებს, რაზეც სამინისტროები და დეპარტამენტები თავად უნდა ზრუნავდნენ.


არ მომეწონა პრემიერის სურვილი, რომელიც გუბერნატორის  ჟურნალისტისთვის  ჩივილს შეეხებოდა.


მომეწონა  პრემიერის დამაჯერებლობა, ინფორმირებულობა, გამბედაობა, უყურადღებობა “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ (აქამდე რატომღაც მათ თვალებში შესცქეროდა ხელისუფლება).


-ენდობით თუ არა IRI-ის კვლევებს და, ზოგადად,  უნდა ტარდებოდეს თუ არა ასეთი კვლევები?


-ასეთი გამოკვლევები აუცილებლად უნდა ტარდებოდეს მთავრობის ან ავტორიტეტული სოციოლოგების მიერ. IRI-ის კვლევის მიხედვით, 5% აჩვენა 12%-იანმა ბურჯანაძებ, მარგველაშვილის 62%-ზე რა ვილაპარაკო... “ლეიბორისტებს“ 6% და ბურჯანაძეზე მაღალი რეიტინგი როგორ აქვთ?! ჩემი აზრით, ამერიკამ აუცილებლად უნდა გადახედოს თავისი კვლევის მექანიზმებს, თორემ მერე აღარ უნდა იწუწუნოს, რატომ აღარ სჯერათ მისი.  ერთადერთი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, მისთვის მისაღები ოპოზიციონერი მხოლოდ ირაკლი ალასანიაა.

                                            ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: