Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
28-03-2015, 07:54
ნანახია: 879

ირაკლი სესიაშვილი: გივი თარგამაძეს ინფორმატორები დააკლდა!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, გივი თარგამაძის შინაგან საქმეთა სამინისტროდან  ინფორმაციის გამოტანის შესახებ  კომენტირებისას აცხადებს, რომ ეს არის მისი საქციელის "გაპრავების" მცდელობა, აღნიშნულზე სესიაშვილმა გადაცემა "არჩევანში "ისაუბრა.


"გივი თარგამაძე ცრუობს როდესაც ცდილობს გააპრავოს ის ქმედება, რომელიც მან ჩაიდინა და ფაქტობრივად აიძულა პოლიციის თანამშრომელი, რომ უკანონობა ჩაედინა. იგი აცხადებს, რომ ნდობის ჯგუფის სახელით მოქმედებდა, რისი უფლებაც მას კანონის მიხედვით არ ჰქონდა.  მეტიც, მან მოსთხოვა პოლიციელს ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება, რომლის მიღების უფლება ჩვენ არ გვაქვს.

თარგამაძე ასევე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ სისტემა დასუსტდა და შეიქმნა ისეთი სისტემა, რომელზეც წვდომა არ აქვთ ოპერატიულ თანამშრომლებს, ესეც რა თქმა უნდა დიდი სიცრუეა, ეტყობა გივი თარგამაძეს ინფორმატორები დააკლდა, იმიტომ, რომ ეს სისტემა დაიხვეწა, უფრო კონკრეტული გახდა და ინფორმაციის მიღება ხდება იმისდა მიხედვით თუ რა საჭიროება არსებობს."- განაცხადა სესიაშვილმა .