ზაქარია ქუცნაშვილი: რა მნიშვნელობა აქვს, რომელ საპყრობილეში მოიხდი სასჯელს?

ზაქარია ქუცნაშვილი: რა მნიშვნელობა აქვს, რომელ საპყრობილეში მოიხდი სასჯელს?

"არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანი გლდანის საპყრობილეში მოიხდის სასჯელს თუ ორთაჭალის საპყრობილეში, რადგან მისი უსაფრთხოება და უფლებები ყველგან უნდა იყოს დაცული", _ ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას გადაყვანა №7 იზოლატორში არ არის საგანგაშო. "სასჯელაღსრულების მინისტრმა განაცხადა, რომ ურჩევნია ახალაია იმყოფებოდეს იქ, სადაც 30 პატიმარი იხდის სასჯელს, ვიდრე ისეთ დაწესებულებაში, სადაც პატიმართა რაოდენობა გაცილებით დიდია", _ განმარტავს ქუცნაშვილი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: