Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
30-03-2015, 15:03
ნანახია: 919

მერაბ შათირიშვილი: „ტუტუცი ხარ, შენ, ტუღუში - ტუტუცი და დაუნდობელი გარეწარი“!..

მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

ტუტუცი ხარ, შენ, ტუღუში - ტუტუცი და დაუნდობელი გარეწარი!..

რომელ პოლიტპატიმრობაზე საუბრობ, ციხეებში, ვოთომდა ბუნტით მონათვლის საფუძველზე პირდაპირ საკნებში ავტომატების ჯერს რომ უშვებდნენ და ნარზე მიყუჟულ პატიმრებს უმოწყალოდ ხოცავდნენ?.. იმ "პოლიტპატიმრებზე" საუბრობ, სასტიკად რომ აწამებდნენ მსჯავრდადებულებს და უკანალში ცოცხებს ურჭობდნენ?.. მოლაშვილს ნახევარი სიცოცხლე რომ წაართვეს და ჯანმრთელობა შეურყიეს?.. შენ, იმ ჯალათების გასაღება გინდა პოლიტპატიმრებად, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე და, რამდენი ერთი ჩამოგითვალო, ქუჩაში რომ დახოცეს და სისხლის ტბორები დააყენეს?.. მერე, ყარაფილაში, სასაფლაოზე, იური ვაზაგაშვილი მოკლულ შვილს რომ დააკლეს?.. შენ, იმ ვერაგი მოხელეების, პოლიტპატიმრად ცნობისკენ მიისწრაფი, მიტინგებს ვანდალურად რომ არბევდნენ, ხოცავდნენ და ახეიბრებდნენ, ბიჭებს რეზინის ტყვიებით თვალებს თხრიდნენ და გაზით წამლევდნენ, სახურავებზე გვამებს რომ აწყობდნენ, ვითომდა დენმა მოკლაო?! შენ, იმ არაკაცებს პოლიტპატიმრებად აცხადებ, რომლებმაც შავნაბადის ბუნტი შეთხზა, ოთანაძე და წკრიალაშვილი დაუნდობლად დაცხრილა, უდანაშაულო კობალაძე ციხეში გამოამწყვდია?.. შენ, პოლიტპატიმრის სტატუსს, იმ ხალხის მიმართ ითხოვ, ვინც ბიზნესებს აყაჩაღებდა, ადამიანებს ჰკლავდა და ზღვის ფსკერზე ისტუმრებდა?.. რომლებმაც ქვეყნას ტერიტორიები დააკარგვინეს, კოდორი და ახალგორი აგრესორს ფეშქეშად მიართვეს?.. იმ ტურაკაცების პოლიტპატიმრობა განიზრახე, რომლებიც მშვიდობიანი მიტინგებიდან, მომიტინგეებს იპარავდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ, რეგიონებიდან მომიტინგეთა გადმომყვან მძღოლებს რომ ატერორებდნენ და მანქანებს ართმევდნენ?!

აბა, ახლა, "ია-ვარდებით" მოფენილად და ზარ-ზეიმით რომ მართავენ მიტინგებს ეს შენი "პოლიტპატიმრების" თანამზრახველნი, ისე რომ, თავზე ბუზიც არ აუფრინდებათ, ამაზე რატომ ხმას არ იღებ "უფლებადამცველო?!"

ტუტუცი და დაუნდობელი ხარ, შენ, ტუღუში!..