გიორგი მარგველაშვილი: ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებენ!

გიორგი მარგველაშვილი: ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებენ!

"შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, როდესაც ერთის მხრივ გვაქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გვყავს მინისტრი, უფრო მეტიც - ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო თუ შესაბამისი თემატიკის სააგენტო. ამიტომ სწრაფად უნდა გავაანალიზოთ, არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილება პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. 

 

პრეზიდენტის თქმით, ბიზნესის ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე, რის გამოც, მარგველაშვილის განმარტებით, საქმიანი  ინიციატივების განხორციელება დროში იწლება, ფერხდება ინვესტორთა მოზიდვა.

"მნიშვნელოვანია ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ბიზნესმენთა მეტი ჩართულობა და საზოგადოების სათანადო ინფორმირება.  საჭიროა საფუძველშივე მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან ყველა იმ ინიციატივის გაჟღერებასა თუ კანონად ქცევამდე, რომელიც დაკავშირებულიაბიზნეს-გარემოსთან, ინვესტიციებთან, ტურიზმთან, ამასთან, აუცილებელიახელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღება და ენერგიული განხორციელება."

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: