Iverioni
«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 
თებერვალი 2018 (8)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
31-03-2015, 21:22
ნანახია: 518

გიორგი გუგავა: „მარგველაშვილი ვერ შედგა პრეზიდენტად-ის ექსპერტად დარჩა“

"მარგველაშვილი ვერ შედგა პრეზიდენტად. ის ექსპერტად დარჩა," - ეს განცხადება შალვა ნათელაშვილის თანაგუნდელმა გიორგი გუგავამ გააკეთა. 

 

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის თქმით, პარლამენტში პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სრულად არ ილაპარაკა. 

 

"მარგველაშვილი ვერ შედგა პრეზიდენტად. ის არის ექსპერტი. მას ეშინია ივანიშვილის და პასუხისმგებელია მის წინაშე. მან არ ილაპარაკა იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაშია. მხოლოდ 10%-ზე გაამახვილა ყურადღება. მან ეს ყველაფერი არ თქვა იმიტომ, რომ ამ უბედურების მიზეზი ივანიშვილია," - აცხადებს გიორგი გუგავა.