უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საქართველოს მოსახლეობას 31 მარტს ულოცავს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე  საქართველოს მოსახლეობას 31 მარტს ულოცავს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ულოცავს საქართველოს მოსახლეობას 31 მარტს. სწორედ 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმით გამოხატა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თავისი ნება და ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა.

" 31 მარტი ყოველწლიურად აღინიშნება როგორც საერთო სახალხო რეფერენდუმის ჩატარების დღედ რა დროიდანაც საქართველო შეუდგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზაზე, ამიტომაც 1991 წლის 31 მარტი საქართველოს ისტორიაში ისტორიულ დღედ იქცა როდესაც საქართველოს მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ ჩატარებულ რეფერენდუმით გამოხატა თავისი ნება საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. რომელშიც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთში მცოვრებმა აფხაზმა მოსახლეობის უმრავლესობამ და სამაჩაბლოში მცხოვრებმა ოსმა მოსახლეობის უმრავლესობამ , 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. უნდა აღინიშნოს ისიც , რომ აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა. როგორც უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აღნიშნავს თითეულმა ქართველი უნდა გაუფრთხილდეს და დაიცვას 1991 წლის 31 მარტს საერთო სახალხო რეფერენდუმის შედეგად მიღებული ეს დიდი მონაპოვარი რამაც მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩაუყარა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას",- აცხადებს გიორგი თევზაძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: