ყურს გაუფრთხილდით, ბატონო ირაკლი!

ყურს გაუფრთხილდით, ბატონო ირაკლი!

ლაშა ამირეჯიბი შეკვეთილი მკვლელობების სერიალს აფასებს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გარკვეულ რეკომენდაციას აძლევს.

„ივერიონი“ აღნიშნულ „რეკომენდაციას“ მკითხველს უცვლელად სთავაზობს.

ბ-ნო პრემიერო!! ამ საზარელი შეკვეთილი მკვლელობების გამოძიება სასწრაფოდ და ამავე დროს, საჭიროდ მიმაჩნია. რატომ, ახლავე მოგახსენებთ!!..

ჯონი გიგანის წერილი წავიკითხე და დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენი ე.წ. პროკურატურა, გარდა იმისა, რომ ცოცხალი ლეშია და არაფრის მაქნისია,  როგორც ჩანს, გარკვეული უჩინარი ძალების კონტროლს ექვემდებარება. გ. ბადაშვილის უწყებას არ აძლევენ მუშაობისა და გამოძიების საშუალებას. ჯ.გიგანის მიმართვაზე პროკურატურამ რატომღაც წაიყრუა... ნეტა რატომ?

მგონი ნათელი უნდა იყოს თქვენთვის,  რომ ნაცები და მათი დასავლელი პატრონები, უფრო სწორედ, დასავლური სპეც-სამსახურები, ქვეყანაში ლარის გაუფასურებას თქვენ გაბრალებენ .

არადა, მსოფლიოში დოლარის გამყარების ხარჯზე რეგიონში ყველა ფულის ერთეულმა დავალვაცია განიცადა... ე.წ. დევალვაციას და ლარის გაუფასურებას თან სდევს შეკვეთილი მკვლელობები, პატარ-პატარა, „მკრთალი“ აქციები: 21 მარტის ჩავარდნილი აქცია, თქვენი და თქვენი "თანამოაზრეების" შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და სხვა „სიკეთეები“, რაც გარკვეულწილად მოქმედებს საზოგადოებაზე...

მარტივად, რომ მოგახსენოთ „ნაცებს“ და მათ პატრონებს სურთ თქვენი საბოოლოდ გაშიშვლება და შემდეგ განეიტრალება იმ ნარჩენების ხელით, რომლებითაც თქვენ გარშემორტყმული ბრძანდებით. მგონი, მართლაც ვერ გრძნობთ, ან დაბრმავდით!!

ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა ასეთი მოსაზრება, თითქოს შემკვეთები და შემსრულებლებიც თქვენი ორბიტის მიდამოებში ბრუნავენ და გარკვეული, მაგრამ ჩვენთვის უცნობი ჯგუფი მართავს მათ!..

ადამიანის ყური ეჩვევა ჭორებს და შესაძლოა მართლაც დაიჯეროს საზოგადოებამ ეს მითქმა მოთქმა. რადგან ყურს შევეხე, მაგალითს მოგიყვანთ: გაიხსენეთ ბ-ნი ბიძინას წინასაარჩევნო განცხადებები - ყურმა ახალი ამბავი შეიტყო, ყურს ესიამოვნა, ყურმა გაიგო ის, რაც არ სმენია უკანასკნელი 25 წელი, ყურმა დაიჯერა და საარჩევნო ყუთთანაც ყურმა მიიყვანა მოქალაქე!!

ასე მარტივად იმიტომ გიხსნით, რომ მინდა ყურის ფუნქცია და როლი კარგად გაითავისოთ!..

მიუხედავად IRI-ს გატეხილი სახელისა, ხალხი ყურს მაინც უდგებს მის გაუმართავ კვლევებს.

მინდა გაგახსენოთ ერთი ქართული ანდაზა: შეძახილმა ხე გაახმოო... აქაც ყურია მთავარი ორგანო! ხალხი ყურს უგდებს ჭორებსა და მითქმა მოთქმას...

ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაიშურებთ ჯან-ღონეს, გამოიყენეთ თუ კიდევ რაიმე რესურსი გაბადიათ და გამოიძიეთ ეს კარგად ორგანიზებული შეკვეთილი მკვლელობები. იცოდეთ, არგამოძიების  ან „ვერგამოძიების“ შემთხვევაში... თითს თქვენსკენ გამოიშვერენ არამარტო თქვენი მტრები, არამედ მოყვარეებიც, რომლებიც დღეს თქვენს მზეს იფიცებენ და თქვენს ავტორიტეტს არიან ამოფარებულნი...

თითის გამოშვერა და თითის ქნევა არ გაკლიათ თქვენ ბ-ნო პრემიერო!! ნაცები მოქალაქეების ყურზე მუშაობენ, რაც თქვენთვის წამგებიანია!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: