Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
2-04-2015, 13:17
ნანახია: 821

დადგება თუ არა კერძო სკოლების დახურვის საკითხი?

ექსპერტი განათლების საკითხებში, მანანა ნიკოლაიშვილი "ალიასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ  კერძო სკოლის დირექტორები საყოველთაო შიშის სინდრომის ქვეშ არინ.

"იმ დოკუმენტის თანახმად, რაც ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, ძალიან კარგად ჩანს ასეთი სურათი: რომ თავად კერძო სკოლების ნებაზეა დამოკიდებული, ჩაერთვებიან თუ არა ისინი ამ სქემაში. ჩატარდა კერძო სკოლების დირექტორებთან თათბირი სამინისტროში. როგორც ამ კერძო სკოლების დირექტორები ამბობენ, იქ ითქვა, რომ ამ სკოლების ჩართვა სქემაში აუცილებელია და ასევე, შეფასება და შიდა და გარე გამოცდები მათ მაინც უნდა გაიარონო. კითხვას ვსვამ, ეს რა საჭიროა? რადგან სახელმწიფო დოკუმენტში ძალიან გარკვევითაა დაწერილი, რომ კერძო სკოლების ნებაზეა დამოკიდებული სქემაზე მიერთება და ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამოდის მოძალადის როლში. აქ ძალიან მარტივად დადგება კერძო სკოლების დახურვის საკითხი, რადგან დოკუმენტის მიხედვით, ხელფასების მხრივ ისეთი შკალაა მოწოდებული, რომ პატარა სკოლები ამხელა თანხებს ვერ გასცემენ ხელფასების სახით მასწავლებლებებზე და გაკოტრდებიან.

"ნაციონალების" დროს იყო მონოპოლისტი კერძო სკოლები და ახლა "ქართულ ოცნებას" ეყოლება მონოპოლისტი კერძო სკოლები. რახან ასეთი რამ შემოაქვთ კერძო სკოლებთან დაკავშირებით, კეთილი ინებონ და გაუზარდონ დაფინანსება", - განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.