ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის სპეციალურ პროგრამას აამოქმედებს

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის სპეციალურ პროგრამას აამოქმედებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა.

"ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება, მზრუნველობა და თანადგომა სჭირდებათ. ყოველი ჩვენგანის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ თითოეულ მათგანს სრულად რეალიზების საშუალება მივცეთ. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი ადამიანების მიმართ წლების განმავლობაში სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობდა და მისასალმებელია, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს უფრო მეტად აცნობიერებს ამგვარი სტერეოტიპების რღვევის აუცილებლობას, უფრო ცივილიზებულად უდგება ამ საკითხს და მორალურად ეხმარება მათ. მთავრობამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ განათლებისა და შრომის პირობები და ხელი შეეწყოს საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას,"- განაცხადა ღარიბაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: