მიხეილ სააკაშვილი: არ შეიძლება ბაყაყს დაავალო რომ ჭაობი დააშროს!

მიხეილ სააკაშვილი: არ შეიძლება ბაყაყს დაავალო რომ ჭაობი დააშროს!

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელების არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი თანამდებობაზე არ უნდა დაინიშნონ იმის გამო, რომ მათ ძველი ხელისუფლების პირობებში აქვთ ნამუშევარი.

 

სააკაშვილის განცხადებით, პირები, რომლებიც ანტიკორუფციული სამსახურის თანამდებობაზე აირჩიეს, შეჩვეული არიან კორუფციას.

"მაგალითად უკრაინის ანტოკურფციული სამსახური, რომელზეც მე მქონდა ძალიან დიდი იმედები, რომ იქ იქნება ღია კონკურსი და ა.შ. მე არ ვიცნობ იმ 4 ადამიანს, ვინც აირჩიეს. მაგრამ თითოეული მათგანი წლების განმავლობაში ამ სისტემის წევრი იყო! არ შეიძლება ბაყაყს დაავალო რომ ჭაობი დააშროს! რატომ არ იზამს ამას ბაყაყი? იმიტომ რომ ის იქ ცხოვრობს... როგორც კი ის ჭაობს დააშრობს, ის მოკვდება, მას ხომ არ შეუძლია ასფალტზე იცხოვროს?

ამიტომ არსებობს წესები, რომლებიც არ უნდა დავარღვიოთ. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ყველა პროცედურა დაცული იყოო, მაგრამ შედეგად მივიღეთ სრული სისულელე!",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: