ირაკლი ალასანია: მანამ სანამ სრულ პოლიტიკურ უნდობლობას გამოვუცხადებდეთ პრემიერს

ირაკლი ალასანია: მანამ სანამ სრულ პოლიტიკურ უნდობლობას გამოვუცხადებდეთ პრემიერს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, საფრანგეთში, საჰაერო თავდავის შესახებ, 2014 წლის ოქტომბერში ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

"სწორედ ამიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და ღიად ამ პოლემიკაში, დეტალურად მე ვერ შევალ პრემიერმინისტრთან, ჩვენი პარტია, "თავისუფალი დემოკრატები", უახლოეს პერიოდში შეიტანს პარლამენტში შესაბამის მოთხოვნას, რომ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის, რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მემორანდუმი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას იმითი, რომ ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება.

ამის შესწავლის შემდეგ, როდესაც დაიდება დასკვნა, "თავისუფალი დემოკრატები" საზოგადოებას მიმართავენ, რასთან გვაქვს საქმე ამის გასარკვევად.

ვიდრე სრულ პოლიტიკურ უნდობლობას გამოვუცხადებდეთ პრემიერმინისტრს, მინდა, ასეთი შესწავლა საქართველოს პარლამენტმა ჩაატაროს", - განაცხადა ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: