Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
3-04-2015, 13:18
ნანახია: 834

შსს-მ ბანკომატებიდან თანხების მითვისების ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე  დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, მოლდოვის მოქალაქე ვიტალი ბორტა დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2015 წლის 31 მარტსა და 01 აპრილს,  ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე რამოდენიმე ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. "სკიმერი" და მოქალაქეების მიერ ბანკომატით სარგებლობისთვის გამოყენებული პაროლის დასაფიქსირებელი ვიდეო-აუდიო სათვალთვალო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შემდგომში თანხების მითვისების მიზნით, უკანონოდ მოიპოვა საბანკო პლასტიკური ბარათების ელექტრომაგნიტურ ზოლზე დატანილი პერსონალური მონაცემები, უნიკალური კოდი და ბარათის სარგებლობისათვის საჭირო პაროლი.