Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
3-04-2015, 14:18
ნანახია: 1006

დავით ზურაბიშვილი: პარტიამ მიიჩნია, რომ ისინი საკრებულოში პარტიის პოლიტიკას არ ატარებდნენ

დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" დაშლის საკითხს საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირას" პრესკლუბში თბილისის საკრებულოს წევრი, "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს უშუალოდ საკრებულოს წევრების და მათი პარტიის გადასაწყვეტია.

"ეს თავად პარტიამ გადაწყვიტა, ეგ უშუალოდ საკრებულოს წევრების და მათი პარტიის გადასაწყვეტია. პარტიამ მიიჩნია, რომ ისინი საკრებულოში პარტიის პოლიტიკას არ ატარებდნენ",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, გუშინ, პარტიამ გაავრცელა განცხადება.