დემურ გიორხელიძე: გიხაროდენ!ახალი "ბელადი" ცხვება, მაგრამ ეს უკვე… ფარსია!

დემურ გიორხელიძე: გიხაროდენ!ახალი "ბელადი" ცხვება, მაგრამ ეს უკვე… ფარსია!

ანალიტიკოსი, დემურ გიორხელიძე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებებს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ მას სურს ემოციის გარეშე აღიქვას ის, რაც მოისმინდა.


   -"ახლა აბსოლუტურად მშვიდად და ცივი გონებით ვწერ, თან მინდა ზუსტად, ემოციის გარეშე აღვიქვა ის, რაც მოვისმინე:

   ბატონი ირაკლი ალასანიას ბრიფინგი!
უფრო არასერიოზული,
უფრო უპასუხისმგებლო,
უფრო პოლიტიკანური,
უფრო ზერელე,
უფრო ქვეყნის ფეხებზედამკიდებელი
და
აბსოლუტურად დილეტანტური გამოსვლა
არასდროს მომისმენია…

  ბატონ ირაკლი ალასანიას ისეთივე წარმოდგენა აქვს სარაკეტო სისტემებზე, როგორც მე მაქვს წარმოდგენა ჩინურ ენაზე… მე ის მაინც მყოფნის, ჩინურზე არ ვისაუბრო.

  პ.ს.
ბედნიერება მქონდა, უსაშველოდ წინწასულ სამეცნიერო სფეოში მემუშავა, ახლოს იყო ყველაფერ იმასთან, რაც რაკეტულ სისტემებს უკავშირდებოდა. ასე ვინმეს იმ სფეროში უაზროდ რომ ეყროყინა, მას იქ არასდროს არავინ მიუშვებდა…

  ქართული საზოგადოება უსმენს 25 წელია ყროყინს  ე.წ. "პოლიტიკოსებისა" და ისჯება საკუთარი შვილების უპერსპექტივო მომავლით და საკუთარი ოჯახების დაძაბუნებითა და უპერსპექტივობით!

  გიხაროდენ!
ახალი "ბელადი" ცხვება, მაგრამ ეს უკვე… ფარსია!

  შესანაშნავად ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტში საუცხოო ურთიერთობა გვქონდა!
სულ ცოტა, ათი თავით აღემატება ბატონ ალასანიას ყველა პარამეტრით: ნიჭიერებით, შესაძლებლობით, გონიერებით, შემართებით და ა.შ. სააკაშვილი ასაკმა, გამოუცდელობამ და თანაბარი ძალის პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული გუნდის არარსებობამ მიიყვანა სრულ დამარცხებამდე…

  ღმერთმა დაიფაროს საქართველო ბატონი ირაკლი ალასანიასნაირი ლიდერისაგან!
ეს გაცილებით მძიმე შედეგის მომტანი ქნება, რადგან სახეზე გვაქვს…სრული პროფანაცია და უპასუხისმგებლობა!"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: