Iverioni
«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
აპრილი 2021 (6)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
3-04-2015, 21:59
ნანახია: 918

ირაკლი ღარიბაშვილი:

ირაკლი ღარიბაშვილმა "დივერსია" უწოდა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლითაც მეტალურგიულ ქარხანას ყადაღა დაედო 4 ათას 500 ლარის გამო.

 

"ამ საწარმოში დასაქმებულია 2500 ადგილობრივი მოსახლე და მე მინდა მივმართო იმ ადამიანს, ვინც ეს დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო, მას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც მინიმუმ, 2 500 კაცის ოჯახის წინაშე," - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში სამთავრობო პროგრამის "ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე გააკეთა.

 

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საქმით.

 

"თუ არსებობს რაიმე კანონდარღვევა, გამოიძიონ. არსებობს შესაბამისი ორგანოები და მათ შეუძლიათ გაარკვიონ და არა ისე, რომ 5 ათასი ლარის დავალიანების გამო მთელი ქარხანა გააჩერონ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერის ამ განცხადებას გამოეხმაურა მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ არსებული დავის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია "ქართული ფოლადი."

 

კომპანიის დირექტორის ნათია ჯაყელის განცხადებით, გაურკვეველია, რატომ გაუჩნდა პრემიერს მსგავსი განცხადების გაკეთების სურვილი.

 

"რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესი ამ თემასთან დაკავშირებით უნდა განახლდეს და ეს ნებისმიერ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს გაუჩენს კითხავს, რა გადაწყევტილებას მიიღებს სასამართლო მსგავსი განცხადების შემდეგ. ეს არის ზემოქმედება სასამართლოზე," - განაცხადა "ქართული ფოლადის" დირექტორმა ნათია ჯაყელმა.