Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
4-04-2015, 12:27
ნანახია: 982

უმრავლესობა პარლამენტში თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნას მხარს არ დაუჭერს

უმრავლესობა პარლამენტში თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მხარს არ დაუჭერს.   

 

ამის შესახე ჟურნალისტებს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ, განუცხადა. 

 

ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ალასანიას გუნდის მოთხოვნას "საქმიანი საფუძველი არ გააჩნია და მას პოლიტიკური სკანდალის ფორმა აქვს". 

 

"არამგონია, ამას საქმიანი საფუძველი ჰქონდეს. მას უფრო პოლიტიკური სკანდალის ფორმა აქვს. სავარაუდოდ დროებითი კომისიის შექმნას უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. ყოველ შემთხვევაში ჩემი ფრაქცია წინააღმდეგი იქნება," - განაცხადა ვოლსკიმ. 

 

თავისუფალმა დემოკრატებმა საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას გუშინ მოითხოვეს.