Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
4-04-2015, 17:15
ნანახია: 976

ზურაბ ტყემალაძე: დროებითი საპარლამენტო კომისია გრიფით

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" წინადადების კომენტირებისას, რომელიც საჰაერო უსაფრთხოების მემორანდუმთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში დროებითი კომისიის შექმნას შეეხება, განუცხადა, რომ დროებით საპარლამენტო კომისიას საიდუმლო დოკუმენტების გაცნობის უფლებამოსილება არ ექნება.

"რაც შეეხება ალასანიას პარტიის მოთხოვნას, ის პარლამენტში ოფიციალურად ჯერ არ არის დაყენებული. ისიც ვერ გავიგეთ, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს თუ უბრალოდ კომისიის. როცა შემოვა ეს საკითხი, შემდეგ გვექნება პარლამენტში მასზე საუბარი. ერთი რამ ცხადია - დროებითი კომისია ვერ გაეცნობა გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტებს. ამისთვის, იცით, რომ პარლამენტში შექმნილია ნდობის ჯგუფი", - განაცხადა ტყემალაძემ.