Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
15-11-2012, 18:58
ნანახია: 982

ფილიპ გორდონი ერთგულების დასამტკიცებლად ჩამოვიდა

"მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ეს კარგი შესაძლებლობაა ახალ მთავრობასთან შესახვედრად", - აღნიშნა ფილიპ გორდონმასაქართველოში ჩამოსვლისას.


სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. ამერიკის საელჩოს განცხადებით, ამ შეხვედრებით  კიდევ ერთხელ გამყარდება აზრი, რომ აშშ-ი  ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების ერთგულია. „ეს ერთგულება გამოიხატება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში", - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. 14:00 საათზე ფილიპ გორდონი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ხოლო 17:00 საათზე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს შეხვდება.