Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
15-11-2012, 19:14
ნანახია: 900

გიორგი თავდგირიძე: ჯარისკაცებს სჭირდებათ ადამიანი, ვინც მათ უფლებებს დაიცავს

საქართველოს პარლამენტში სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის შექმნასა და მის მნიშვნელობაზე "ივერიონთან" დამოუკიდებელი ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე საუბრობს.


"სამხედრო ობუდსმენი უნდა შეიქმნას სახალხო დამცველის პარალელურად და ის სამხედროების საკითხს უნდა კურირებდეს, მაგრამ ასევე გაჩნდა იდეა, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას პარლამენტის სამხედრო რწმუნებული, რომელიც იგივე სამხედრო ომბუდსმენის ფუნქციას შეასრულებს. უბრალოდ, მას მეტი უფლებები ექნება, რადგან ის ამავე დროს, პარლამენტის დეპუტატი, ანუ პოლიტიკური პირი იქნება", _ განმარტავს თავდგირიძე.


მისივე თქმით, ეს ინსტიტუტი წარმატებით ფუნქციონირებს გერმანიაში. "ჩვენს შემთხვევაში ორივე _ სამხედრო ომბუდსმენიც და რწმუნებულიც მისაღებია, რადგან ორივეს ექნება უფლება შევიდეს უწყებაში და გამოიტანოს ინფორმაცია, ცხადია საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესის ფარგლებში. გარდა ამისა, საპარლამენტო რწმუნებულს ექნება უფლება აკონტროლოს და მონიტორინგი გაუწიოს თავდაცვის სამინისტროს", _ ამბობს თავდგირიძე.


ექსპერტი სრულად იზიარებს აზრს, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემას სჭირდება პირი, რომელიც ჯარისკაცების უფლებებს მაღალ დონეზე დაიცავს. "მთლიანობაში კი საზოგადოების გადასაწყვეტია, რომელი ინსტიტუტი იქნება საჭირო. თუმცა, ჩემი აზრით, სამხედრო რწმუნებული უფრო ეფექტური და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თავდაცვისა და შეიარაღებული ძალებისთვის", _ მიიჩნებს ექსპერტი.