Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
6-04-2015, 14:05
ნანახია: 1380

სააკაშვილი მ. ანუ უბრალოდ მიშა _ თავხედი და დაღმაშენებელი!



(შტრიხები პორტრეტისათვის, მათთვის ვისაც ძალიან მოენატრა)

ეს იყო „კუდიანი“ ვარსკვლავი საქართველოს ცაზე.
მას ჰქონდა ცბიერების ნიჭი, მაგრამ ბოლოს გაუგეს და გამოაშკარავება, რომ იგრძნო, დაუფარავი ძალმომრეობით დაერია ყველას და ყველაფერს!

ისე ჩამოვიდა ქართული პოლიტიკის პიედისტალიდან, ერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან უპატივცემლობის, უხამსობის, თავხედობისა და არავის არცნობის გზაზე. მას ჰქონდა მკვეთრად ჩამოყალიბებული გეგმა საქართველოში გლობალისტური პოლიტიკის გატარებისა და ამ გზაზე მას არ აინტერესებდა ქართველი კაცი და ქართული კულტურა. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი ესახებოდა დაბრკოლების ლოდად  და სადაც კი ხელი მიუწვდა, ყველაფერი გაანადგურა...

ის აშენებდა, მაგრამ არა ქართველთა უკეთესი ცხოვრებისთვის, არა ქართველი ხალხის  კეთილდღეობისთვის, არა სიყვარულის დამკვიდრებისთვის - აშენებდა თავისი ბლაგვი იდეების გამართლებისთვის, თავისი ძალადობის ხორცშესხმისთვის სხვისი უბედურების ხარჯზე: დაურიდებლად, დაუნდობლად, ცინიზმითა და მხოლოდ თავისი ავზნიანი შეხედულების გათვალისწინებით.
  
მის სიმართლეს წარმოადგენდა ის, რაც მისთვის იყო გამოსადეგი, არავითარი საწინააღმდეგო აზრი, არავითარი ოპონირება - იგი არ ცნობდა მოწინააღმდეგის აზრს, მისთვის უკანონობა იყო ცხოვრების წესი და გარბოდა მუდამ, რათა აეცილებინა კითხვები თავისი საქციელის გამო!

საქართველოს შუასაუკუნეების ქრონიკა გვამცნობს, რომ გორელმა ტერტერამ, გვარად სააკაშვილმა, მტრის  მოახლოება დროულად შეატყობინა გორელებს და ქალაქი დაღუპვას გადაარჩინა. იმ თავისი შორეული წინაპრის, რომ არაფერი გამოჰყოლია ეს დროის მანძილით შეიძლება ავხსნათ, მაგრამ წერეთლების ტრადიციულ ოჯახში გაზრდილის თუ არა, მათ გარემოს ნაზიარებ  კაცს საიდან მოსდიოდა ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხყოფის ასეთი ჟინიანი სურვილები, ესაა გამოსარკვევი!..
 
კარგად იცოდა მხოლოდ ის, პატრიოტიზმით როგორ აეგდო ქართველები და"ნაციონალი" დაირქვა. აკი გაუმართლა - "ვჭამეთ" და ცხრა წელი ვაბატონეთ კაცი, რომელსაც ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა _ საქართველო ექცია ბალაგანად, დანამატად, ეპიგონად, ხერხად და საშუალებად თავისი სახელის განდიდებისთვის.
 
ის ყიდდა ქართულ მიწებს, როგორც თავისას და ექცეოდა ხალხს, როგორც პირუტყვებს. სხვა არ შეიძლება ეწოდოს მის მიერ განხორციელებულ უმკაცრეს რეპრესიებს ციხეში თუ ციხისგარეთ.
 
ის "პირველი ღამის უფლებით" სარგებლობდა ყველაფერში და მისი "სიმართლე" ამ უფლების უდიდესი ძალმომრეობით განხორციელება იყო.

მან  უარყო სამართალი და მოსამართლენი აქცია მონებად: როცა მოესურვებოდა და როცა დაჭირდებოდა მაშინ დაიჭერდა, წაართმევდა, ცემდა, აწამებდა, გააუკუღმართებდა, სამისოდ შექმნა ისეთი ულმობელი სადამსჯელო მანქანა, რომელსაც ბოლშევიკური "ტროიკის" "სინდისიერებაც" კი არ გააჩნდა!..

თავისი უხეში, გრძელი ნაბიჯებით დააბიჯებდა მთელ ქვეყანაში, სტუმრის რანგშიც კი მოუსვენარი და წინმავალი. არავითარი ნიშანწყალი ჯიშისა და არისტოკრატიზმისა: ცხვირის შიშველი ხელით მხოცავი, ყმუილით მოცინარი, ბანჯგვლიანი მკერდითა და სქელი ბარკლებით საქართველოს კისერზე გადამჯდარი "ჰომო".

ის შეეხო ქართულ მიწას ისეთი თავხედობით, რომლის მსგავსი ჩვენმა ისტორიამ არ იცის. მან მოუნდომა გაყიდვა ერთ ბეწო კუნძულს ჩვენი არსებობისას, რომლის დაცვა-შენარჩუნების ისტორია ჩვენი  ისტორიაა, სადაც აკაკი წერეთლის სიტყვით "ყოველი გოჯი ჩვენი წინაპრების სისხლითა და ძვლებითაა გაპოხიერებული".


"წერეთლების ოჯახში გაზრდილს", როგორც თვითონ ამბობდა (როცა დასჭირდებოდა), როგორ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ ქართველი საკუთარი მიწის გარეშე არ არსებობს, რომ რაც სიკეთე და ღირსება გაგვაჩნია ეს ყველაფერი სამშობლო მიწიდან გვაქვს მიღებული. ვაგლახ, რომ იცოდა და იმიტომაც მოინდომა მისი გასხვისება და შემოიტანა ქართულ სფეროში "ჯადოსნური" ცნება "ინვესტიცია", დამშეული მოსახლეობის სატყუარა - ოცნება ოქროს კოშკების შესახებ, უცხოელებმა რომ უნდა აგვიგონ და ქართველებმა შორიდან ვუყუროთ.

მას შეეძლო შეემჩნია და გვერდში დაეყენებია თავის ბნელი სურვილების შესრულებისთვის ისეთი საჭირო პერსონები, რომელთა  მენტალობის საერთო მახასიათებელია ნიჰილიზმი ყველაფერი ქართულის მიმართ. მართალია ასეთი კაცები ადრეც უნახავს საქართველოს, მაგრამ მან გადააჭარბა ყველას და ყველაფერს და დააკანონა თავისი გამორჩეულობა როგორც მონობის საწინდარი. დასჭირდებოდა და ჰყვიროდა თავისი ქართველობის შესახებ, დასჭირდებოდა და საქმით ფეხქვეშ გათელავდა ამ ცნებას.

ათასი ტომი დაიწერება და დაწერილიცაა სააკაშვილის დანაშაულებრივი მმართველობის შესახებ. განა ტომებად არ აწყვია მისი ხელისუფლების გაუგონარი დანაშაულების დამამტკიცებელი საქმენი? რა მოურჩენს ფიზიკურ და სულიერ იარებს ადამიანებს ვინც სააკაშვილის ხელისუფლების ეს სისასტიკე გადაიტანა.

მან შექმნა სიცრუის მანქანა, რომლის მსგავსი არ ახსოვს ჩვენს ახალ ისტორიას. ხალხის მოტყუება და ამით ამაყობა იქცა სააკაშვილის გუნდის წევრთა წესად. მათ ერთდროულად დაადეს ხელი ამორალური ზნეობის კოდექსს და ერთმანეთს შეჰფიცეს თავისი ფიურერის  უპირობო მხარდაჭერა და გამოამჟღავნეს  უდიდესი ნება გვერდში დადგომოდნენ ხალხის წამებაში, (ციხე, კუდი, საგამოძიები სამსახურები), ოჯახების ამოწყვეტაში, ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტაში, საკუთრების წართმევაში, ბიზნესის დატერორებაში, ეროვნულ ფასეულობათა განიავებაში, არჩევნების გაყალბებაში, სიცრუის ტირაჟირებაში, ქართული სკოლისა და მეცნიერების განადგურებაში და კიდევ სხვა და სხვა.       

რომელია Aაქ ჩამოთვლილთაგან ისეთი, რომელსაც მე ვიგონებდე და არ მომხდარიყოს? რომელია აქ ჩამოთვლილთაგან ისეთი ძალადობა, რომლის საწინააღმდეგოდ ხმა ამოეღოს და პროტესტი განეცხადებინოს რომელიმე მათგანს?

...და, ახლაც, ეს უტიფარი სახეები პარლამენტში სხედან და ზნეობაზე ელაპარაკებიან ხალხს. არცერთ მათგანში არ გამკრთალა სინდისის სხივი, სხივი მონანიებისა და აღიარებისა, სხვისი ტკივილის განცდისა, სხვისი უბედურების დანახვისა - აი, გუნდური პრინციპი და მხარდაჭერის ერთგულება უზნეობისა და უსამართლობისა. ამიტომაა ნაციონალური მოძრაობა სექტა. ამიტომ უნდა გასამართლდეს ეს ორგანიზაცია ერთი უმთავრესი ბრალდებით – "სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის"!
 
ჩამოაგდეს და გაიქცა!

რატომ უნდა გარბოდეს მართალი კაცი თავისი ქვეყნიდან, ისიც პრეზიდენტყოფილი? დარჩენილიყო და დამტკბარიყო "სიყვარულით", რომელიც ხალხის გულებში დატოვა, დარჩენილიყო და მოემკა, რაც დათესა, განა მას თავისი გაჩენილი სამართალი ვერ დაიცავდა, აკი იძახდა, "სამართლიან სახელმწიფოს ვაშენებო"!!!

გაიქცა და წაიღო თავისი ბოღმითა და სიბლანტით სავსე სხეული.


და ახლა უცხოეთიდან, სხვის სამსახურში დროებით ჩამდგარი, ყოველდღიურად, შურისძიებით დაგვჩხავის _ "ო, თუ დავბრუნდი" _  კუდიანი ვარსკვლავის შიშით, აელვარებს საქართველოს ცას.

ჩვენი ხალხი შეცბუნებული შესცქერის ამ  გაელვარებას და თავის თავს ხათრიან კითხვას უსვამს: "მართლა, რომ დაბრუნდეს"?!?!
ისე არაა, ჩემი მტერი, მაგრამ...

ელდარ ნადირაძე, პროფესორი