ირინე იმელიშვილი: საქართველო ევროპული სახელმწიფოა და საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

ირინე იმელიშვილი: საქართველო ევროპული სახელმწიფოა და საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

"საქართველოს ორიენტაციის თემა სრულიად ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული: საქართველო ევროპული სახელმწიფოა და საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში", - აღნიშნული განცხადება ირინე იმელიშვილმა "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში გააკეთა.

"როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ღვაწლი, ამ მხრივ, შეუფასებელია, რადგან გეოგრაფიული თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად მარტო, მოკავშირეების გარეშე, გვიწევდა ევროპული ცივილიზაციისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვა. არა მგონია, ამ სიტყვების "ორაზროვნად" გაგება შესაძლებელი იყოს.


ასევე, შეუძლებელია, შარშან ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთობების დამყარება და NATO-სთან თანამშრომლობისა და თავსებადობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა რუსეთისკენ მიბრუნებას ნიშნავდეს. საქართველო ევროპის ნაწილია - ამ არჩევანზე თანხმდება პრეზიდენტი, პარლამენტის სრული შემადგენლობა, მთავრობა და რაც მთავარა, საქართველოს მოქალაქეები", - აცხადებს იმერლიშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: