Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
9-04-2015, 16:34
ნანახია: 1216

ფინანსურმა პოლიციამ ვეტერინარი ხორცპროდუქტებზე ყალბი ცნობების გაცემის ბრალდებით დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე "სურსათის ეროვნული სააგანტოს" ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ვეტერინარი, კობა მუშკუდიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ კობა მუშკუდიანის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ სისტემატურად ხდებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა და რეალიზაცია.

ბრალდებული მოქალაქეებზე ისე გასცემდა ყალბ ვეტერინალურ მოწმობებს, რომ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს რეალურად არ ამოწმებდა, რის შედეგადაც სავაჭრო ქსელში ხვდებოდა შეუმოწმებელი ხორცპროდუქტები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.