Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
9-04-2015, 19:20
ნანახია: 986

ბიძინა ივანიშვილი: პრემიერს არაფერი ესაქმება სპეცრაზმელებთან

ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან პროკურატურის მუშაობაზეც ისაუბრა. მან ყურადღება ე.წ. სპეცრაზმელების საქმეზეც გაამახვილა. ივანიშვილის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით როგორც პრემიერმა, ასევე შს მინისტრმა, მხოლოდ თავიანთი აზრები გამოთქვეს.

"პრემიერს, საერთოდ არაფერი  ესაქმება სპეცრაზმელებთან, მათ თავიანთი უფროსი ჰყავთ. პრემიერმა მხოლოდ თავისი აზრი გამოთქვა და იგივე აზრი გამოთქვა მე მგონი გომელაურმაც. მე, დღეს წავიკითხე, რომ გომელაურიც ფიქრობს და ცდილობს, რომ მათ, ვინც არასწორ ბრძანებას დაექვემდებარა და ჩაიდინა დანაშაული, იქნებ შეუმსუბუქონ სასჯელი.

მე არ ვიცი როგორაა გაწერილი ჩვენთან. თუ უკანონო ბრძანებას იძლევიან, უნდა ეყოს გონება რიგითსაც, რომ რაღაც არ გააკეთოს.

თუმცა, ეს სხვა კითხვებს იწვევს, რომ როდესაც ტერორისტული აქტი ხდება, ამდენი გარჩევის დრო და საშუალება არ არის. კითხვები ბევრია", - განაცხადა ივანიშვილმა.