Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
10-04-2015, 15:22
ნანახია: 1890

ნანუკა ჟორჟოლიანი: მორალისტებმა რაც არ უნდა ჩამქოლონ, არ გავაკრიტიკებ პოლიციას!

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი   მიიჩნევს, რომ კრიმინალის დასაკავებლად მასზე მორალური ზემოქმედება მისაღებია. მაგრამ, როგორც იგი აღნიშნავს წინა ხელისუფლების დროს გამოყენებული მსგავსი მეთოდი მოქმედ ხელისუფლებას დანაშაულად არ უნდა მიეღო, აღნიშნულ სტატუსს ჟორჟოლიანი "facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აბულაძის ოთხ მეგობარს ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს.

 ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ეს აბულაძეზე მორალური ზემოქმედების გამო გააკეთა.

 მორალისტებმა რაც არ უნდა ჩამქოლონ, არ გავაკრიტიკებ პოლიციას!

 მაგრამ კითხვა მაქვს რა.

 ვთქვათ დავიჯერე რასაც პროკურატურა ამბობს, რომ გოგა ონიანმა კრიმინალს ნარკოტიკი ჩაუდო და ბრალიც წაუყენეს. ან, ის რომ სოდი კრიმინალებს ამ გზით იჭერდა წარსულში..

 მათი "ჩადებული" ნარკოტიკი რატომ არის დანაშაული და თქვენი "ჩადებული" ნარკოტიკი აუცილებელი და საჭირო ხერხი, კრიმინალის დასაკავებლად?!

 ანუ, რატომ მოსულა თქვენთვის ის, რისთვის სხვებს დევნით?!