ეროსი კიწმარიშვილის პისტოლეტზე უცხო პირის დნმ-ის არსებობა დადასტურდა

ეროსი კიწმარიშვილის პისტოლეტზე უცხო პირის დნმ-ის არსებობა დადასტურდა

ეროსი კიწმარიშვილის პისტოლეტზე უცხო პირის დნმ-ს არსებობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ დაადასტურა. ზურა კიწმარიშვილის განცხადებით დნმ-ს იდენტიფიცირებისთვის გამოძიებამ სატელეფონო ანძების შემოწმება დაიწყო, თუმცა ვისი გენეტიკური მასალა აღმოჩნდა იარაღზე, რომლითაც ეროსი კიწმარიშვილი გარდაიცვალა ჯერ პროკურატურამ ვერ დაადგინა.

 

ზურა კიწმარიშვილის განცხადებით პროკურატურამ უკვე მოახდინა 10-მდე პირის გენეტიკური ანალიზის შედარება იარაღზე აღმოჩენილ დნმ-სთან. ეროსი კიწმარიშვილის ძმა აცხადებს, რომ გამოძიებამ ის პირები შეამოწმა, ვინც ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი პირველად ნახეს.

 

კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი საკვლევი ობიექტების რიცხვის გაზრდას ითხოვს.

 

საქმის ახალი გარემოების გარდა, კიწმარიშვილების ოჯახს პრეტენზიები პროკურატურასთანაც აქვთ. ზურა კიწმარიშვილის ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ბოლო პერიოდში შეფერხებულია.

 

პროკურატურაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ, უცნობია გამოძიების პოზიცია საქმის ახალი გარემოებების შესახებაც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: