Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
11-04-2015, 16:17
ნანახია: 2794

შალვა აბულაძე:

"ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე," - ამის შესახებ ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა და დასძინა, რომ ის "ამ მდგომარეობაში მამუკა ხაზარაძის გამოა". 

 

ეს განცხადება ბრალდებულმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სურს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩეს, რადგან თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება.

 

ამის შემდეგ დაინტერესდა მოსამართლე ბრალდებულის პოზიციით. 

 

"ჩემი მეგობრის 19 წლის ორსული საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში ლიმონკები შეყარეს. ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ," - განაცხადა შალვა აბულაძემ. 

 

შალვა აბულაძის პროცესი საქალაქო საასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მის ინტერსებს უკვე კერძო ადვოკატი, არჩილ ჩუბინიძე იცავს.