კოტე თოლორდავას საქართველოში გადმოსვენების საკითხი გარკვეულია

კოტე თოლორდავას საქართველოში გადმოსვენების საკითხი გარკვეულია

კოტე თოლორდავას საქართველოში ხუთშაბათს გადმოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, მსახიობს კვირას დაკრძალავენ.

 

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა მოსკოვში. მისი გარდაცვალების მიზეზი სწორედ გადმოსვენების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

კოტე თოლორდავა ორი დღის წინ მოსკოვში გარდაიცვალა, სადაც ის ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. თოლორდავა თბილისში მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო.

 

მას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ყველაზე ცნობილი როლი კი მსახიობმა სერიალში ჩემი ცოლის დაქალები შეასრულა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: