Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
14-04-2015, 13:42
ნანახია: 1721

დავით დონდუა: საოკუპაციო ძალამ ქართველი დედების მიერ შვილების საფლავების მონახულების  ინიციატივაზე უარი თქვა

"საოკუპაციო ძალამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ისეთი ჰუმანიტარული ხასიათის ინიციატივაზე, როგორიცაა ქართველი დედების მიერ შვილების საფლავების მონახულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ,  დავით დონდუამ განაცხადა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, დისკუსიების 31-ე რაუნდზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ საოკუპაციო ხაზებს მიღმა არსებულ სასაფლაოებზე საქართველოს მოქალაქეების დაშვების საკითხი დააყენა.

"ჩვენი და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მედიატორთა ძალისხმევის მიუხედავად, საოკუპაციო ძალამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ისეთი ჰუმანიტარული ხასიათის ინიციატივაზე, როგორიცაა ქართველი დედების მიერ შვილების საფლავების მონახულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მსგავსი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება და ჰუმანიტარული საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზირება ზიანს აყენებს შედეგზე ორიენტირებული, ეფექტური დიალოგის წარმოების შესაძლებლობას მომავალში და ნდობის აღდგენას ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის მნიშვნელოვნად აფერხებს", აღნიშნა დავიღ დონდუამ.