Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
14-04-2015, 19:34
ნანახია: 944

საგანელიძეს ვერ გაუგია რატომ ამოიღეს ადეიშვილი ძებნილთა სიიდან

"უნდა გაირკვეს, რატომ ამოიღეს ადეიშვილი ძებნილთა სიიდან," - ეს გაცნხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ, გააკეთა.

 

საგანელიძე ფიქრობს, რომ ადეიშვილზე ძებნა აუცილებლად უნდა იყოს გამოცხადებული. 

 

"პროკურატურის დამსახურებაა, რომ შეიქმნა საქმე, რომლის გამოც ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი. ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს კიდეც ძებნილი. გარკვევა სჭირდება, თუ რატომ ამოიღეს ადეიშვილი ძებნილთა სიიდან. თუკი ეს ვერ გაირკვა და ვერ ივაჟკაცეს, მაშინ შეიძლება პროკურატურის სისუსტეზე ვისაუბროთ. ასეთი პიროვნება უნდა იძებნებოდეს," - განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა კითხვები დაისვას მთავარი პროკურორის მისამართით. თუმცა, დეპუტატმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამისთვის საკომიტეტო სხდომის მოწვევა და შეხვედრის საჯარო ფორმატში გამართვა აუცილებელი არ არის.

 

"მე ის ვიცი, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი დანაშაულებებში ედება ბრალი. საქართველოში როცა ჩამოვა, მას აუცილებლად დააკავებენ. რა ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ," -  განაცხადა ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ.