Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
15-04-2015, 13:51
ნანახია: 1084

თამარ სანიკიძე: ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან იმისათვის, რომ ასეთი მოვლენების მინიმალიზირება მოხდეს

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს პანკისიდან სირიაში სკოლის მოსწავლეების წასვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა, რომ მოსწავლეების მიმართ რაიმე სახის გადაცდომას ან მინიშნებას, რომ შესაძლოა, ამ ბავშვებს ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, ნამდვილად ვერ აკონკრეტებენ პედაგოგები.


"რაც შეეხება პრობლემას, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან იმისათვის, რომ ასეთი მოვლენების მინიმალიზირება მოხდეს და შევძლოთ, თავიდან ავიცილოთ ასეთი ქმედებები. რა თქმა უნდა, სკოლის დონეზე რა სამუშაოებიცაა ჩასატარებელი, ყოველთვის ტარდება. უშუალოდ ის ბავშვები, არასრულწლოვნები, რომლებმაც გადალახეს საზღვარი და წავიდნენ სირიაში, კონკრეტულად ამ მოსწავლეების მიმართ რაიმე სახის გადაცდომას ან მინიშნებას, რომ შესაძლოა, ამ ბავშვებს ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, ნამდვილად ვერ აკონკრეტებენ პედაგოგები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა იმ კუთხით, რა კუთხითაც ვმუშაობთ. პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და აუცილებელია კავშირი შესაბამის ორგანოებთან", - განაცხადა  სანიკიძემ.