Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
15-04-2015, 14:03
ნანახია: 1142

რა ჯდება ჩამოყვანილი პროკურორების შენახვა?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პროკურატურაში შექმნილი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შენახვა სახელმწიფოს მილიონი ლარი უჯდება, ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ადამიანების შენახვა სახელმწიფოს დაახლოებით 1 მილიონი ლარი უჯდება. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხუშტურის შესასრულებლად იყიდა ეს პროკურორები", - განაცახდა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" სურდა ამ პროკურორებთან შეხვედრა, რათა აეხსნა, რომ მთავრობა მათ იყენებს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, თუმცა პროკურატურამ ამის საშუალება არ მისცა.

"ჩვენ გვინდოდა აგვეხსნა პროკურორებისთვის, რომ ისინი ასრულებენ მთავრობის დაკვეთას და მათ იყენებენ როგორც პოლიტიკურ იარაღს, გვინდოდა მათთან ამაზე საუბარი, თუმცა პროკურატურამ არ მოგვცა ამის საშუალება და კოორდინატები, თუ როგორ შეიძლებოდა მათი ნახვა",- განაცხადა ნადირაშვილმა.